კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გასვლის წინ მთვრალი რუსები მოსახლეობას ღობეებს უნგრევენ

7 ოქტომბერი, 2008

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის კანტის უბნიდან რუსი ოკუპანტები გადიან.  ბლოკ-საგუშაგოს ნაწილი დაშალეს და ჯავშანტექნიკის ნახევარი დაშლილი ბლოკ-პოსტის მასალებთან ერთად გაიტანეს.

როგორც „მედიანიუსს“ წალენჯიხის რაიონის გამგებელმა გია მებონიამ განუცხადა, რუსები უკანონოდ გახსნილ ბლოკ-პოსტს საბოლოოდ, ალბათ, ხვალ გააუქმებენ. გასვლის წინ გაღიზიანებულმა მთვრალმა რუსმა სამხედროებმა  ჯავშანტექნიკით მოსახლეობას ღობეები გაუნადგურეს და ორ სახლში შევარდნენ.  ააფეთქეს ტრანსფორმატორი, რომლიდანაც სოფელს ელექტროენერგია მიეწოდებოდა.

წყარო: მედიანიუსი. 

ახალი ამბები