კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას 15 ოქტომბერს გამოაცხადებს

8 ოქტომბერი, 2008

15 ოქტომბერს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა) თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის შესახებ,  რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციას ეფუძნება.

სარჩელში საქართველო ითხოვს, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისროს ვალდებულება ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ.

საჯარო სხდომა ჰააგაში, მშვიდობის სასახლის დიდ დარბაზში, 15 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ჩატარდება, რომელზეც სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე როზალინ ჰიგინსი საზოგადოებას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობს.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნული დროებითი ღონისძიების დაკისრების მოთხოვნა 2008 წლის 14 აგვისტოს იქნა შეტანილი, ხოლო მისი ზეპირი განხილვა 2008 წლის 8-10 სექტემბერს შედგა.


წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები