კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთის საჯარო სამსახურებში გაუფრთხილებელი ნარკოლოგიური შემოწმებების ჩატარებას ითხოვს

10 ოქტომბერი, 2008

ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთში, საჯარო სამსახურებში გაუფრთხილებელი ნარკოლოგიური შემოწმებების ჩატარებას ითხოვს. როგორც ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მმართველობის და სხვა ორგანოებში ნარკოტიკების ბევრი მომხმარებელი მუშაობს.
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარადგინოს სამედიცინო – ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ოფიციალური მონაცემებით, ნარკოლოგიური ცენტრიდან კახეთის მასშტაბით სულ 570-მდე ცნობაა გაცემული, არადა რეგიონის საჯარო სამსახურებში 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე მაინც მუშაობს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები