გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხალხური რეწვის სკოლა - სახელოსნო გააუქმა. აღნიშნულს სკოლის დირექტორი მაია ლიუ ადასტურებს.
ხალხური რეწვის სკოლა – სახელოსნო ქ. გურჯაანის კულტურის ცენტრის შენობაში ფუნქციონირებდა. სკოლაში 50-მდე ბავშვი უფასოდ სწავლობდა და ოქრომკედს, გობელენს, ხატვას, ფერწერას, თექას და ფარდაგს ეუფლებოდა.
მაია ლიუს თქმით, კულტურის ცენტრის დირექტორმა ის შტატების შემცირებაში მოაყოლა და გაათავისუფლა, ხალხური რეწვის სკოლა – სახელოსნოს ნივთები და მოსწავლეთა ნამუშევრები კი შენობიდან გადაყარა.
სკოლის გაუქმების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.
გელა მთივლიშვილი, კახეთი