კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა სამხედროებმა გალის დაბალი ზონის მილიციის უფროსი დაჭრეს

16 ოქტომბერი, 2008
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში რუსმა სამხედროებმა გალის დაბალი ზონის მილიციის უფროსი ბესიკ ჭყონია დაჭრეს. დაჭრილი ჭყონია ოტობაიას მოსახლეობამ რუსების სამხედრო ბაზასთან იპოვეს და სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭყონია ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც "მედიანიუსს" სოფელ ოტობაიას ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, დილის 7 საათისთვის სროლის ხმა გაიგეს და რამდენიმე წუთში ოტობაის ცენტრში, სადაც პოლიციის განყოფილება და რუსების სამხედრო ბაზა გვერდიგვერდ მდებარეობს ბესიკ ჭყონია დაჭრილი იპოვეს.

“როგორც ვიცით, ჭყონია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რუსებთან შელაპარაკება მოუვიდა. დილის შვიდი საათისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში  სროლის ხმა გვესმოდა. როცა დაჭრილი ვიპოვეთ უგონო მდგომარეობაში იყო. თავიდან მკვდარიც კი გვეგონა, რადგან  ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. შელაპარაკება რის ნიადაგზე მოხდა, ჩვენთვის უცნობია. უბრალოდ ის ვიცით, რომ გასროლის ხმა რუსების სამხედრო ბაზიდან ისმოდა”, - განუცხადა "მედიანიუსს" სოფელ ოტობიას ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები