კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელ ოსებს ქართველებთან კარგი ურთიერთობისთვის გამო უსწორდებიან

16 ოქტომბერი, 2008
ახალგორის რაიონში შეჭრილი ოსური ბანდფორმირებები ახალგორის ადგილობრივ ეთნიკურად ოსურ მოსახლეობას ქართველებთან კარგი ურთიერთობისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და რაიონიდან დევნიან.

როგორც „მედიანიუსს“ ახალგორის რაიონის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა, განსაკუთრებით აგრესიულია სეპარტისტების ერთ-ერთი დაჯგუფება, რომლის ალაგმვაც ახალგორის დე-ფაქტო ხელმძღვანელობასაც სურს.

„ამ დაჯგუფებამ ადგილობრივი ოსები სცემა იმის გამო, რომ მათ  წლების განმავლობაში ქართველებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე ისე მძიმედ იყო ნაცემი, საავადმყოფოშიც კი მოხვდა. სწორედ ასეთი სიტუაციის გამო რაიონიდან ოსური მოსახლეობაც გამორბის.  მაგალითად, სოფელი ყანჩავეთი და კორინთა  ისე ააწიოკეს და გაძარცვეს, მოსახლეობის ხუთი პროცენტიღაა დარჩენილი. რაიონის დე-ფაქტო გამგებელი, ანატოლი მარგიევი შემპირდა, რომ ამ დაჯგუფებას ახალგორიდან გააყვანინებს, რადგან თვითონაც დაინტერესებულია რაიონში სიმშვიდე იყოს და მოსახლეობა დაბრუნდეს.  მარგიევიც ამ რაიონშია გაზრდილი და ქართველები უყვარს, რასაც ვერ ვიტყვით პოლიციის ახალ უფროსზე ილია ხუბულოვზე, რომლის შეცვლასაც დამპირდა მარგიევი. მის ადგილს ახალგორში მცხოვრები დაიკავებს, რომელიც ქართველების მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება. მარგიევი ცდილობს ქართული და ასევე, ოსური მოსახლეობა დააბრუნონ, რომ მოსახლეობა მათთვის  სტაბილურობის ერთგვარი გარანტი იყოს“, - განუცხადა „მედიანიუსს“  ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა.

წყარო: მედიანიუსი


ახალი ამბები