კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში მძიმე დანაშაულმა იმატა

22 ოქტომბერი, 2008

კახეთში მძიმე დანაშაულმა მნიშვნელოვნად იმატა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2008 წელს რეგიონში მძიმე დანაშაულის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 15 - მდე მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი.

ზუსტად რამდენი მძიმე დანაშაულია აღრიცხული კახეთის რეგიონში 2008 წელს, ამ ინფორმაციას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი ქადაგიძე არ იძლევა. როგორც მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს წერილობით განუმარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა შს სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებზე არ ვრცელდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს შს სამინისტროში ასაჩივრებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები