კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთს ცხინვალის რეგიონში დამატებითი ძალები შეყავს

23 ოქტომბერი, 2008
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, რუსეთს შესაძლოა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია ჰქონდეს განზრახული.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში რუსი სამხედრო პირების რაოდენობა 2000 კაცით გაიზარდა. ისინი ჯავის რაიონის ტერიტორიაზე დაბანაკდნენ. ამასთან, ორი დღის წინათ ცხინვალიდან ახალგორში დაახლოებით, 40 ერთეული მძიმე ტექნიკა გადავიდა. მასთან ერთად რამდენიმე ასეული სამხედრო პირიც გადაადგილდა. სამხედრო ტექნიკას ოთხი საბრძოლო ვერტმფრენი აცილებდა.

შოთა უტიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების რაოდენობა  7000-მდე გაიზარდა. ამავდროულად, რეგიონში რამდენიმე პროვოკაციული აქტიც მოხდა, მათ შორის, ქართველი პოლიციელების ავტომანქანების აფეთქება.
„ეს ყველაფერი გვაფიქნებინეს, რომ რუსეთს რეგიონში ვითარების ესკალაცია ჰქონდეს განზრახული“, _ აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები