კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანმრთელობის უმნიშვნელო დარღვევისას აცრების ჩატარება დაუშვებელია

24 ოქტომბერი, 2008
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის სამსახურის უფროსი ლევან ბაიდოშვილი კატეგორიულად აფრთხილებს ყველა ადამიანს, რომელიც აცრამდე თავს შეუძლოდ გრძნობს, ან სურდო და სიცხე აქვს, აცრა არ გაიკეთოს.

„ყველა იმ პიროვნებას, ვისაც აღენიშნება ჯანმრთელობის რაღაც უმნიშვნელო დარღვევაც კი, აცრას არ ექვემდებარება“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ლევან ბაიდოშვილმა.

მისი თქმით, ასპინძაში სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელსაც აცრის შემდეგ სხეულზე გამონაყარი გაუჩნდა, ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
„გოგონას აცრიდან 24-საათის შემდეგ მცირე გამონაყარი განუვითარდა და თავის დაცვის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. ეს იყო მსუბუქი ანაფლაქსური რეაქცია, რომელიც შეიძლება განუვითარდეს აცრილების 1-დან 5 პროცენტს, _ აღნიშნა ბაიდოშვილმა

მისი თქმით, გამონაყარი დამახასიათებელია ალერგიულ ადამიანებისთვის, ახასიათებს არა მხოლოდ აცრას, არამედ სხვა ნებისმიერ ნივთიერებაზე განვითარებულ ეგრეთ წოდებულ აგრესიას, რაც აცრის ერთ-ერთი სიმპტომია.

„მედიანიუსის“ კითხვაზე, რატომ არ მიიჩნიეს საჭიროდ აცრამდე მოსწავლეების გამოკვლევა, ბაიდოშვილმა აღნიშნა: „არანაირი წინასწარი გამოკვლევა, არანაირი მარკირება აცრას არ სჭირდება. ერთადერთი, რაც ნამდვილად ყურადსაღებია 12-16 წლის მოზარდებში, არის ემოციური ფონი, რომელიც სხვა ასაკის ადამიანებთან შედარებით, განსხვავებით ძალიან მაღალია“.

მისივე თქმით, კანკალისა და შიშის მოვლენები სწორედ 12-16 წლის ასაკს ახლავს.
წითელა-წითურას აცრის შედეგად  სხვადასხვა კლინიკაში 13 მოსწავლე სამკურნალოდ გადაიყვანეს.

წყარო: მედიანიუსი.


ახალი ამბები