კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის პროკურატურამ მოქალაქის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა

24 ოქტომბერი, 2008

სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ მოქალაქე გელა კუტიბაშვილის წამების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ამის შესახებ კუტიბაშვილის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ლია ხუროშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, ინციდენტი 2008 წლის 1 მარტს სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მოხდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა სხვა სამართალდამცავებთან ერთად მოქალაქე გელა კუტიბაშვილს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. კუტიბაშვილმა პოლიციის თანამშრომლები ვერ იცნო და მანქანა არ გააჩერა. მოგვიანებით ბენზინგასამართ სადგურზე მყოფ გელა კუტიბაშვილს პოლიციის უფროსის მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა სახე მანქანის ძარაზე დამარტყმევინა, რის გამოც ოთხი კბილი მაშინვე ამომვარდა. რამდენიმე კი ტუჩის არესთან, ხორცში გაიჭედა. სახეც გამისკდა და ყბის ძვალი გამიტყდა. მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილთან რომ მიმიყვანეს, თავპირიდან სისხლი მდიოდა. სახეზე კბილები მქონდა მიჭყლეტილი და არ უკითხავს ამ მდგომარეობაში როგორ აღმოვჩნდი. პოლიციელების ცრუ ჩვენება ირწმუნა, თითქოს დაზიანებები წაქცევის შედეგად მივიღე და სამართალდამცავებისათვის დაუმორჩილებლობის საბაბით, 7 დღე - ღამით პატიმრობა შემიფარდა“, - აღნიშნავს კუტიბაშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ გამოძიებამ განაცხადა, რომ გელა კუტიბაშვილმა დაზიანებები თვითონ მიიღო და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

დაზარალებული და მისი ადვოკატი პროკურატურის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

გელა კუტიბაშვილს მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით, 21 207 ლარი სჭირდება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები