კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან

29 ოქტომბერი, 2008
ადამიანის უფლებათა ცენტრი შს გენერალურ ინსპექციისგან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს თვითონ გახდნენ თვითმხილველები, პროვოკაციის გზით როგორ იწვევენ სამართალდამცავები მოქალაქეებს, რის შემდეგაც მათ აკავებენ და ამასთან ერთად აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.

11 საათსა და 17 წუთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ეკიპაჟის #60-14, მანქანა ნომრით ჭNV – 479 თელავის სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ხელბორკილი ჰქონდა დადებული. საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისას, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციის თანამშრომლებმა მას მანქანაში ჩაჯდომამდე წიხლებით ურტყეს და ისე შეაგდეს.

ამავე მანქანით მოძრავმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 16 საათზე ქ. თელავში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს მოქალაქისთვის მანქანიდან გადმოსვლა არ უნდა მოეთხოვათ, იგი მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე წუთში კი დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს და მოქალაქე დააკავეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ამოცნობა შეუძლებელი გახდა, რადგან სამართალდამცავებს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად ვინაობის დამადასტურებელი სამკერდე ნიშნები არ ჰქონდათ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლებმა მათ ვინაობის გამჟღავნება სთხოვეს, რაზედაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების მუქარით უპასუხეს.

მსგავსი ფაქტების შესახებ ცენტრის წარმომადგენლებმა არაერთხელ აცნობეს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსს, ალეკო დეკანოიძეს, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებით არც თელავის რაიონული პროკურატურა დაინტერესდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, თელავში, ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა, მაგრამ საპატრულო პოლიციის უფროსი და პროკურატურა არც ამ ფაქტით დაინტერსდნენ.







ახალი ამბები