კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სიღნაღის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

29 ოქტომბერი, 2008

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული უშანგი ჯიბღაშვილის ოჯახის წევრები სიღნაღის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

როგორც გარდაცვლილის შვილმა ნინო ჯიბღაშვილმა განაცხადა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 76 წლის უშანგი ჯიბღაშვილი ყაჩაღობის დროს მოკლეს. "მამა მანამდეც არაერთხელ დააყაჩაღეს, რაზედაც პოლიციის რაიონულ სამმართველოს ყოველთვის მიმართა რეაგირებისათვის, მაგრამ ყაჩაღობის ფაქტებით არავინ დაინტერესებულა", - აღნიშნავს გარდაცვლილის შვილი.

ჩვენ დავუკავშირდით  სიღნაღის პოლიციის ხელმძღვანელობას, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, პროფესორი უშანგი ჯიბღაშვილი 2008 წლის 17 ოქტომბერს საკუთარ სახლში ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. 

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები