კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში 7 ნოემბრის ძალადობის ამსახველი ფოტოების გამოფენას მოაწყობენ

29 ოქტომბერი, 2008

6 ნოემბერს, დღის 12 საათიდან საღამოს 18 საათამდე, კახეთში, ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები 2007 წლის 7 ნოემბრის ფოტოგამოფენას და დარბევის კადრების საჯაროდ ჩვენებას მოაწყობენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება "ადამიანის უფლებათა ცენტრის", "კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ორგანიზატორების ცნობით, ფოტოები 2007 წლის 7 ნოემბერს სხვადასხვა ფოტორეპორტიორების მიერ არის გადაღებული და ძალადობას, სამართალდამცავების და სამოქალაქო პირების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და ადამიანის უფლებების სხვა უხეშ დარღვევებს ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ავტომაგისტრალის გადაკეტვას არ ითვალისწინებს, არასამთავრობოები ნებართვის მისაღებად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მაინც მიმართავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები