კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტრო შავაძის მკვლელობის საქმეზე განმარტებები გააკეთა

7 ნოემბერი, 2008
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის დროს დაღუპული როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "2008 წლის 16 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება როინ შავაძის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.

იმავე დღეს, იგი დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, როინ შავაძისაგან ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული იქნა 0.97 გრ. კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" და 0.05 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი". დაკავების შემდგომ როინ შავაძე ქ.თბილისის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანის მიზნით ბადრაგირებული იქნა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამსახურის თანამშრომლების მიერ. ბადრაგირების განხორციელების დროს, ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზაზე, დაკავებულმა მოითხოვა ავტომანქანის გაჩერება, იმ მოტივით, რომ მას ესაჭიროებოდა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ავტომანქანის გაჩერების შემდგომ დაკავებული გადაყვანილი იქნა მანქანიდან მოთხოვნილებისამებრ, მან მოახერხა ბადრაგირების განმახორციელებელი ერთ-ერთი პირისათვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევა და გაქცევით შეეცადა მიმალვას. მიმალვის მცდელობისას მან მოახდინა რამდენჯერმე დამიზნებით გასროლა ბადრაგის მიმართულებით, რის შედეგადაც დააზიანა ბადრაგირებისათვის გამიზნული ავტომანქანა და რეალური საფრთხე შეუქმნა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაკების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საპასუხო სროლის შედეგად როინ შავაძე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ამჟამად წინასწარ გამოძიებას აწარმოებს აჭარის პროკურატურა. გამოძიების მსვლელობისას დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო, სასამართლო-ბიოლოგიური და სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზა, საქმეზე დაკითხულნი არიან მოწმეები. მიმდინარეობს გამოძიება. როინ შავაძე სენაკის ბატალიონში მსახურობდა.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები