კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დღევანდელ აქციას კახელი "მემარჯვენეებიც" უერთდებიან

7 ნოემბერი, 2008
დღევანდელ საპროტესტო აქციას, რომელიც პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე დაიწყება, კახეთიდან "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

როგორც დილით რადიო "ჰერეთს" მემარჯვენე არჩილ ჯორჯაძემ განუცხადა, კახეთიდან ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე დედაქალაქში იმყოფებოდნენ და დანიშნულ აქციას 2 საათისთვისშეუერთდებოდნენ.

"ამ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი დედაქალაქის მოსახლეობაზეა გაკეთებული, თუმცა ჩვენ მაინც წავედით იმ უსამართლობის გასაპროტესტებლად, რომელიც გასული წლის 2-დან 7 ნოემბრის ჩათვლით ხორციელდებოდა და რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ, თელაველი ოპოზიციონერები ყველა მოთხოვნას ვუერთდებით, რომელიც დღევანდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება" - აცხადებს არჩილ ჯორჯაძე.

წყარო: რადიო ჰერეთი


ახალი ამბები