კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის გუბერნატორი გამგებლებად მედიკო მეზვრიშვილის კადრებს აბრუნებს

10 ნოემბერი, 2008

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი მუნიციპალიტეტების გამგებლებად ვარდების რევოლუციამდე თელავის რაიონის გამგებლის მედიკო მეზვრიშვილის კადრებს აბრუნებს.

როგორც ჩვენთვის  გახდა ცნობილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე სიღნაღის გამგებლად ერთადერთ კანდიდატს, ნოდარ კოჭლამაზაშვილს აირჩევს. კოჭლამაზაშვილი სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს – ცენტრს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ამავე რაიონის განათლების განყოფილების უფროსი, უფრო წინ კი 1995 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი და კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, კახეთის ახალი გუბერნატორის მითითებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლად ადგილობრივმა საკრებულომ ლევან გამსახურდია დანიშნა, რომელიც მეზვრიშვილის მმართველობის დროს ასევე მასთან დაახლოებული პირი და ყვარლის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო.

სარწმუნო წყაროს ცნობით, კახეთის გუბერნატორის დავალებით საკადრო ცვლილებები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც უახლოეს დღეებში შეეხებათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები