კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები კახეთის გამგებლებისგან განმარტებებს ითხოვენ

12 ნოემბერი, 2008

კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან განმარტებებს ითხოვენ.

როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, მთავრობის 327-ე განკარგულებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ცალკე გამოეყოთ მუნიციპალიტეტების კეთილმოწყობისათვის აუცილებელი სამუშაოებისათვის საჭირო თანხები, სიღნაღში – 124 ათასი, ლაგოდეხში 201 ათასი, საგარეჯოში 500 ათასი და გურჯაანში 744 050 ლარის ოდენობით. არასამთავრობოების თქმით, მოცემული თანხები თითქმის მთლიანად არის გახარჯული, მაგრამ ეს მუნიციპალიტეტების კეთილმოწყობაზე არ ასახულა.

როგორც ცნობილია, გუშინ, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ლაგოდეხის, სიღნაღის, საგარეჯოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხული 6 805 200 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტებზე გამოძიების დასაწყებად კახეთის საოლქო პროკურატურას მიმართა.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები