კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს კომისარი: ბუფერულ ზონებში მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია

14 ნოემბერი, 2008

ევროსაბჭო საქართველოში, ე. წ. ბუფერულ ზონებში ევროპელი დამკვირვებლების მონიტორინგის გაგრძელებას ითხოვს. კონფლიქტის ზონაში ვიზიტის შედეგები რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დღეს ევროსაბჭოს კომისარმა თომას ჰამერბერგმა პირადად გააცნო.

როგორც ჰამერბერგი აცხადებს, ბუფერულ ზონებში გადაადგილება შეზღუდულია, მოსახლეობა კი მძიმე მატერიალურ პირობებში ცხოვრობს.
„ძირითადად მოლაპარაკების საგანი ცხედრების გადმოსვენების საკითხი იყო, ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს უფლება გაიგოს ინფორმაცია დაკარგულების შესახებ“, _ აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება დარჩენილი ცხედრების დნმ-ს ანალიზის შესახებ. როგორც ჰამერბერგი აცხადებს, სამწუხაროდ, ბუფერულ ზონებში დამაკმაყოფილებელი ვითარება არ არის, როგორც უსაფრთხოების, ასევე მატერიალური თვალსაზრისითაც.

ჰამბერგერის მოსაზრებას ეთანხმება სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი.
„მან დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ მძიმეა, შეზღუდულია გადაადგილება, ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, _ აღნიშნა იაკობაშვილმა და დასძინა:
„ის სიმართლე, რომელიც ჩვენგან ვრცელდება, საჭიროა, რომ დაადასტუროს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და ასევე ჩვენთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიცაა ევროსაბჭო, იყოს ჩართული ამ პროცესში“.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები