საჩხერის რაიონის სოფელ პერევში ვითარება კვლავ დაძაბულია.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ სოფელში ვითარების გასარვევად კვლავ არ უშვებენ.
როგორც „მედიანიუსს“ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, პერევში შესვლას ვერც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახერხებენ. ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა მოსახლეობისთვის საავტომობილო გზა გახსნეს და ავტობუსების მიმოსვლა აღდგა. პერევის მაცხოვრებლები საკვები პროდუქტების მომარაგებას ახერხებენ, მაგრამ ბლოკ-საგუშაგოზე მკაცრად ამოწმებენ, პერეველების გარდა, სოფელში უცხო პირმა რომ ვერ შეაღწიოს.
წყარო: მედიანიუსი