კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოში მომხდარი ინციდენტებით შეშფოთებულია

18 ნოემბერი, 2008

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გმობს საქართველოს კონფლიქტის ზონებში ინციდენტების მომრავლებას, რომელთა შედეგადაც 10 ნოემბერს გარდაიცვალა ორი ადამიანი სოფელ დვანში და 15 ნოემბერს სოფელ ფახულანში კი _ რამდენიმე. ინციდენტები რეგიონებში ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას. ევროკავშირი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

საბჭოს თავმჯდომარეობა შეშფოთებას გამოთქვამს ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხოების გამო, რომელთა სიცოცხლეც ფახულანში საფრთხის ქვეშ დადგა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მოითხოვს ყველა მონაწილე მხარისგან შეასრულონ შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ხაზს უსვამს საერთაშორისო მისიების თანამშრომლების უსაფრთხოების დაუცველობის მიუღებელ ფაქტებს. თავმჯდომარეობა მოუწოდებს მხარეებს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და თავიდან აიცილონ ახალი ინციდენტები.   

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები