კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონალური ჟურნალისტები ერთიან ეთიკურ ნორმებს შეიმუშავებენ

18 ნოემბერი, 2008

გუდაურში "სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა რეგიონულ ჟურნალისტებთან დასრულდა.

შეხვედრის მიზანი ჟურნალისტების მიერ ეთიკური ნორმების შემუშავება იყო, რომელიც მომავალში ქარტიის სახით ჩამოყალიბდება და მასზე ხელმოწერა ყველა დაინტერესებული ჟურნალისტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

"კანონი არის ძალიან ლიბერალური, რომელიც ჟურნალისტს ანიჭებს ბევრ უპირატესობას. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ იქნება აუცილებლობა პასუხისმგებლობიანმა ჟურნალისტებმა შექმნან მექანიზმი და ნებაყოფლობით შეიზღუდონ უფლებები საზოგადოების მეტი ნდობის მოსაპოვებლად. იმის გამო, რომ რეგიონულ ჟურნალისტის პესუხისმგებლობის საკითხი მაღალია, სწორედ მათი ინიციატივით დაიწყო მუშაობა ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებაზე” -  განუცხადა რადიო "ჰერეთს" მედია ექსპერტმა ია ანთაძემ.

გუდაურში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  რეგიონულმა ჟურნალისტებმა მიიღეს ერთობლივი მიმართვის ტექსტი კოლეგებისადმი, რომლითაც დაინტერესებულ ჟურნალისტებს ეთიკის ნორმების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას სთხოვენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები