კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტროს იურიდიული სამმართველო ჟურნალისტის ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს

19 ნოემბერი, 2008

შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიულმა სამმართველომ წარმოებაში მიიღო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ახმეტის რაიონული სამმართველოსთვის ქმედების განხორციელების – საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების შესახებ.

ჟურნალისტმა შს ახმეტის რაიონულ სამმართველოს განცხადებით 2008 წლის 2 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა მისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია 2008 წელს შს ახმეტის სამმართველოს მიერ რამდენ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება და რის საფუძველზე. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ჟურნალისტს კანონით დადგენილი ვადების დარღვევით უპასუხა, რომ ინფორმაციის თავისუფლება შს ორგანოებზე არ ვრცელდება. პოლიციის სამხარეო სამმართველოს პასუხი ჟურნალისტმა შს სამინისტროში გაასაჩივრა.

შს სამინისტროს იურიდიული სამმართველო ჟურნალისტის ადმინისტრაციულ საჩივარს დღეს, 19 ნოემბერს, 16 საათზე განიხილავს.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები