კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დასჯას ითხოვს

19 ნოემბერი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოქალაქეების ალექსი ბახუტოვის და ირაკლი ციციშვილის წამებისთვის შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების დასჯას ითხოვს.

როგორც ცნობილია, თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ალექსი ბახუტოვი 2007 წლის 27 ივნისს ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შს თელავის რაიონული სამმართველოს ნაფარეულის განყოფილებაში წამების შედეგად სამართალდამცავებმა ბახუტოვს და ამავე საქმეზე დაკავებულ მის გერს ირაკლი ციციშვილს აღიარებითი ჩვენებები ჩამოართვეს. გოჩა ნოღაშვილმა და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ბახუტოვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, მანქანით ათრიეს და უმოწყალოდ სცემეს.

ბახუტოვის ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება შს სამინისტროს ყვარლის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა აღრიცხვის ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბახუტოვისა და ციციშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, კახეთის საოლქო პროკურატურას ის სამართალდამცავები, რომლებსაც დაზარალებულები წამებაში ადანაშაულებენ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია.

ცნობისათვის, მას შემდეგ რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ ბახუტოვს ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისათვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები