კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია

19 ნოემბერი, 2008

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა გალის რაიონში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გაერო-ს, ეუთო-სა და  ევროკავშირს აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის ოფიციალურად გახსნას სთხოვს.

შესაძლო ჰუმანიტარულ კატასტროფასთან დაკავშირებით აფხაზეთის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრმა დალილა ხორავამ პრეს კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებს გალის რაიონიდან გადმოპარულმა 1200-მდე მოქალაქემ მიაკითხა. მათგან უმრავლესობას  ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, 100-ზე მეტი ჰოსპიტალიზებულია,  5 კი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. აქედან ორ ბავშვს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ეს ფაქტები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ გალის რაიონში ჯანდაცვის სისტემა სრულიად პარალიზებულია.

„ყველა ასეთი გართულება თავიდან იქნებოდა აცილებული, ეს ადამიანები რომ დროულად გადმოსულიყვნენ სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. ისინი კი, ვინც მოახერხა ჩვენამდე მოსვლა, საზღვარზე გადმოიპარნენ რასაც კიდევ ცალკე რისკები ახლავს, რადგან ადმინისტრაციული საზღვრის მთელი პერიმეტრი დანაღმულია. ის ექიმები, ვინც გალის რაიონში იყვნენ, დაძაბული სიტუაციის გამო გადმოვიდნენ. რაიონში არ მოიპოვება მედიკამენტები და შესაძლებელია ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს.  მინდა მივმართო ევროკავშირს, გაერო-ს და ეუთო-ს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რომ გალის რაიონის მოსახლეობას საზღვარზე გადმოსვლის ოფიციალური უფლება მისცენ“, _ განაცხადა დალილა ხორავამ.

პრესკონფერენციის ბოლოს დალილა ხორავამ აღნიშნა, რომ ამ დღეებში მონაწილეობას მიიღებს „გლობალური მშვიდობის ფესტივალი 2008“-ში, სადაც  180 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან და მათ რაიონის პრობლემებს დაწვრილებით გააცნობს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები