კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის სკოლებში ქართულ წიგნებს წვავენ და უფროსკლასელ გოგონებს შეურაცხყოფას აყენებენ

20 ნოემბერი, 2008

ოკუპანტები და სეპარატისტები გალის რაიონის სკოლებში ქართულ წიგნებს წვავენ და უფროსკლასელ გოგონებს შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც დღეს პრესკონფერენციაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა განაცხადა, ქართულ სკოლებში რუსები და აფხაზები ქართულ სახელმძღვანელოებს ანადგურებენ და მოსკოვიდან ჩამოტანილ რუსულ ენაზე დაწერილ ლიტერატურას იძულებით არიგებენ.

სკოლებიდან დაითხოვეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები. რუსები ბლოკ-საგუშაგოებზე სკოლისკენ მიმავალ მოსწავლეებს ჩხრეკენ,  აქვთ თუ არა ქართული წიგნები და ნასვამ მდგომარეობაში მყოფნი უფროსკლასელ გოგონებს შეურაცხყოფას აყენებენ.
„გალის რაიონში ვითარება არის უკიდურესად დაძაბული. სკოლებს კატეგორიულად  აეკრძალათ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. არადა, ჩვენ ამ ორგანიზაციების საშუალებით ვახერხებდით მათთან ურთიერთობას. ქალაქის სკოლებში მეცადინეობებზე უნერგავენ, რომ ისინი მეგრელები არიან და მათ ეროვნული გმირები და სათაყვანებელი ხალხი არის პუტინი და მედვედევი. გარდა ამისა, დაფიქსირდა რამდენიმე პედაგოგის გაძევება ეროვნული ნიშნით,   ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი კი საერთოდ ამოიღეს დაფინანსების სიიდან. ეს ფაქტები ჩვენ გვაყენებენ იმის საფრთხის წინაშე, რომ გალის რაიონში სასწავლო პროცესი შეწყდეს. ვინაიდან ადამიანური რესურსებიც კი რუსულ ენაზე სწავლებისთვის არ გაგვაჩნია. ამიტომ გალის რაიონის პედაგოგებმა გვითხეს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ისინი დატოვებენ სკოლებს.. ის, თუ რომ აფხაზები და რუსები არ აპირებენ მშვიდობის შენარჩუნებას, ეს ცხადყო დღევანდელმა ინციდენტმაც, განმუხურში, სადაც აფხაზურ საგუშაგოებთან ცეხლი გაუხსნეს ჩვენს მხარეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთი მოსახლის  კარმიდამოა დამწვარი. ჩვენი საერთო პოზიცია ის არის, რომ ასეთ პროვოკაციულ ქმედებებს პასუხს ჯერჯერობით არ გავცემთ“, _ განაცხადა ალექსანდრე აპლაკოვმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები