კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოკითხულთა 82 % - მა არ იცის ვინ არის მისი რაიონის გამგებელი

20 ნოემბერი, 2008

10, 11, 12, 13, 14 და 15 ნოემბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში, კარდაკარ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 928 რესპონდენტი გამოიკითხა.

გამოკითხვა ჩატარდა რაიონული ცენტრების გარეთ, ქალაქის გარეუბნებსა და რამდენიმე სოფელში. დასმული იყო ერთი შეკითხვა: იცით თუ არა ვინ არის თქვენი რაიონის გამგებელი?

თელავში გამოკითხულ იქნა 114 მოქალაქე, აქედან 25 - მა იცის, რომ მუნიციპალიტეტს ზურაბ ბუცხრიკიძე ხელმძღვანელობს; ახმეტაში გამოკითხული 97 ადამიანიდან მხოლოდ 12 – მა იცის რომ გამგებელი კობა მაისურაძეა; გურჯაანში გამოკითხული 165 მოქალაქიდან 47 – მა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტს კახა ლაბუჩიძე ხელმძღვანელობს; ყვარელში გამოიკითხა 76 ადამიანი და მხოლოდ 6 - მა მოქალაქემ იცის, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდიაა; ლაგოდეხში გამოკითხული 147 ადამიანიდან 27 – მა აღნიშნა, რომ ლაგოდეხის გამგებელია გია გოზალიშვილი; სიღნაღში გამოკითხული 129 ადამიანიდან მხოლოდ 14 – მა იცის, რომ რაიონს ნოდარ კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობს; დედოფლისწყაროს გამგებელი რომ ლევან ბაღაშვილია, ამის შესახებ გამოკითხული 106 ადამიანიდან 13 – მა იცის; საგარეჯოში 94 ადამიანი გამოიკითხა და მხოლოდ 18 – მა განაცხადა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილია.

საერთო ჯამში გამოკითხული 928 მოქალაქიდან მხოლოდ 162 – მა, ანუ 17,5 % - მა იცის, ვინ არის მისი რაიონის გამგებელი.

სპეციალისტების თქმით, ამ სახის გამოკითხვის შედეგების ცდომილება 2 – 3 %-ის ფარგლებშია.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები