საჩხერის რაიონის სოფელ პერევში ოკუპანტები კვლავ დგანან. ოსური ფორმირებების გასვლის შემდეგ სიტუაცია შედარებით დაწყნარდა, თუმცა პერევის მოსახლეობა მაინც პანიკაშია და ყოველდღიურად საფრთხეს ელის.
როგორც „მედიანიუსს“ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, რუსი ჯარისკაცები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამბობენ, რომ შესაძლოა, პერევიდან გავიდნენ, მაგრამ როდის გავლენ, არ იციან.
ევროკავშირის დამკვირვებლები ოკუპანტების პლოკ-პოსტზე თითქმის ყოველდღე მიდიან და ვითარებას ამოწმებენ, თუმცა სოფელში შესვლის საშუალებას რუსები არ აძლევენ.
წყარო: მედიანიუსი.