კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

21 ნოემბერი, 2008

ქუთაისის №2 საპყრობილეში 40-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს. პატიმრებმა შიმშილობა 19 ნოემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილზე ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით დაიწყეს. პატიმრები ამბობენ, რომ ისინი მომხმარებლები არიან და ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც მათ დაკავების მომენტისთვის აღმოაჩნდათ, მოხმარების მიზნით ჰქონდათ შეძენილი, ან უარეს შემთხვევაში, დაკავების დროს ჩაუდეს. პატიმრები თავს ავადმყოფებად მიიჩნევენ, რის გამოც მათი მდგომარეობის გათვალისწინებასა და სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

მოშიმშილე პატიმრებს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი განმარტებით, მოშიმშილეთა მდგომერეობა კრიტიკულია. პატიმრები აცხადებენ, რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი ინტერესები გათვალისწინებული არ იქნება.

მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს წერილობითი განცხადება გადასცეს და თხოვეს, მისი შინაარსი საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგებლებს გააცნონ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები