კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთის საოლქო პროკურატურამ მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

24 ნოემბერი, 2008

თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ლაგოდეხის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან, მათ მიერ 2008 წელს გახარჯულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღების შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლებმა გამგეობებიდან უკვე ამოიღეს ფინანსური დოკუმენტები.

კახეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებისთვის ჩარიცხული 6 805 200 ლარის არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ, `ადამიანის უფლებათა ცენტრის~ მიმართვის და მიწოდებული მასალების საფუძველზე დაიწყო.

როგორც ცნობილია, ამ თანხით მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის სისტემების და შიდა გზების სარეაბილიტაციო, სოფლების გაზიფიცირების, მრავალსართულიანი სახლების ფასადების, სახურავების შეკეთების და სხვა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მიღება – ჩაბარების აქტებში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდა, მაგრამ ხიდები უკვე ჩაინგრა, მრავალსართულიან სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, მოსახლეობა კი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები