კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადგილობრივ ხელისუფლებას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიკერძოებით გადახურვაში ადანაშაულებენ

26 ნოემბერი, 2008

გურჯაანის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიკერძოებით გადახურვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ 24 ნოემბერს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს ტელეკომპანია  ,,გურჯაანის”  პირდაპირ ეთერში მაყურებლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მხოლოდ იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები შეცვალეს, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები ცხოვრობენ.

ამ ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე იმერლიშვილი უარყოფს. მისი თქმით, მრავალბინიანი სახლების სახურავების შეცვლა 2009 წელსაც გაგრძელდება.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები