კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის სტიპენდია ჩაწყობით

26 ნოემბერი, 2008

მიმდინარე სასწავლო წელს პრეზიდენტის სტიპენდია 200 ლარის ოდენობით, რვა თვის განმავლობაში, 500 პედაგოგს დაენიშნება. სტიპენდიანტ მასწავლებელთა გამოვლენა უკვე დამთავრდა. ისინი თავად მასწავლებლებმა აირჩიეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიაზე წარდგენილი იყო 23 კანდიდატი, აქედან სტიპენდიას ხუთი პედაგოგი მიიღებს, თუმცა როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტს განუცხადეს სრულიად დაუმსახურებლად და ჩაწყობით. 

მასწავლებელმა, რომელმაც გარკეული მიზეზების გამო სახელისა და გვარის დასახლებისაგან თავი შეიკავა განაცხადა: ,,ხუთივე პრეზიდენტის სტიპენდიანტი მასწავლებელი ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურ-ცენტრის უფროსს მარეხი დათიაშვილთან დაახლოებული პირია და უშუალოდ მისი მითითებით მოხდა პედაგოგოგების არჩევა. სათითაოდ გაჰყავდა მასწავლებლები და აფრთხილებდა, მე ვცნობ თითოეული თქვენთაგანის ხელწერას და არ გაბედოთ, სხვა პედაგოგი დაწეროთო”, - საუბრობს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

პედაგოგები ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრას გეგმავენ და ხელახლა არჩევნებს მოითხოვენ.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები