კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალციხეში ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა

26 ნოემბერი, 2008

25 ნოემბერს, შუადღისას ქალაქ ახალციხის ცენტრში საქართველოს სასაზღვრო ჯარის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი დაპირისპირება იშვიათი არ არის. შეტაკების მოწვეები ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებენ, თუმცა ყვებიან თუ რა დაინახეს.

,,გუბერნიის წინ ვიდექი, ძველი მილიციის შენობის მხრიდან ხმაური ისმოდა და მთელი ქუჩა იქიდან მოდიოდა. დაიჭირეთ! ჩაქოლეთ! - ეს სიტყვებით გავიგონეთ. შემდეგ ჩემს წინ ერთბაშად 30-მდე ბიჭმა ჩაიქროლა. მათ ფეხდაფეხ ჯარისკაცები მისდევდნენ, ჯოხებით, გადაღუნული რკინებით შეიარაღებულები. ქუჩაში ხალხი გაოგნებული იდგა. მერე პოლიციისა და პატრულის მანქანების საყვირებით მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა”, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

თვითმხილველთა მონათხრობით, ხელჩართული ჩხუბი ოფიცერთა სახლის წინ მოხდა, სადაც გაშველების მიზნით მისული პოლიციელებიც ცემეს. დაიმტვრა მანქანებიც. ხალხმრავლობის გამო გზა გადაიკეტა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და სამხედროფორმიანები მოსახლეობის წინ ,,საქმეს არჩევდნენ”.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური მხარე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც გავიგეთ, დაკავებულებს შორის ჯარისკაცებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს ჯარისკაცების ცემის ფაქტები გახშირდა, რაზეც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

   გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები