კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააპელაციო სასამართლომ რადიო ,,ჰერეთის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა

27 ნოემბერი, 2008

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთის“ საჩივარი, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

რადიო ,,ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.

,,სააპელაციო სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზირებულია. მან გაამყარა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, მიეღო აქტი უკანონო დაჯარიმების შესახებ. ჰერეთს აქვს სრული დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ რადიო კანონის დაცვით მაუწყებლობდა", - აცხადებს რამაზ სამხარაძე.

კომპანიის ინტერესების დამცველის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, რადიო ,,ჰერეთი" თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რადიო ,,ჰერეთზე“ გახმაურებული ზეწოლის შემდეგ, 2007 წლის 11 დეკემბერს ჯერ მაუწყებლობის უფლებით ლიცენზია 2017 წლამდე გასცა, ამასთან იმავე დღეს ადმინისტრაციული აქტით, 5000 ლარით დააჯარიმა. კომისიის მტკიცებით რადიოსადგურმა მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია. ჰერეთის ადმინისტრაცია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული აქტი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რადიო ჰერეთი

ახალი ამბები