გურჯაანის რაიონის სოფელ ფხოველში თითქმის ყოველდღიურად სოფლიდან საქონელი იკარგება, რამდენიმე დღის შემდეგ კი ქურდები პატრონისგან საქონლის დაბრუნების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ.
მოსახლეობის განცხადებით, ქურდობის ფაქტების შესახებ სამართალდამცავებს არაეთხელ აცნობეს, მაგრამ უშედეგოდ. გურჯაანის პოლიციის უფროსის სოსო მარტაშვილის ცნობით, შს რაიონულ სამმართველოში სოფელ ფხოველიდან საქონლის ქურდობის თაობაზე არცერთი განცხადება არ არის შესული.
სოფლის მოსახლეობა შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს.
გელა მთივლიშვილი, გურჯაანი