სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლებას ითხოვენ.
მანამდე მოსწავლეებმა ამ თხოვნით დირექტორს ზეპირად და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობითაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სკოლის დირექტორი მარინა უტიაშვილი სკოლაში რელიგიის სწავლებას ზღუდავს და მოსწავლეებს განცხადებაზე ხელმოწერას უკრძალავს. ამ ინფორმაციას სკოლის დირექტორი უარყოფს. მისი თქმით, მე-6 და მე-7 კლასებში რელიგია ფაკულტატურის სახით ისწავლება.
გელა მთივლიშვილი, კახეთი