კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქიბარ ხალვაში მისთვის ტელეკომპანიების ჩამორთმევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს

1 დეკემბერი, 2008

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გენერალურ პროკურატურასა და პარლამენტს ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ჩამორთმევაში მონაწილე პირების დასჯას სთხოვს.

ამასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაში პროკურატურასა და პარლამენტს სპეციალურ მიმართვას უგზავნის. მიმათვა ეგზავნება აგრეთვე  საქართველოს პარლამენტს და ფრაქციებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
 
როგორც „მედიანიუსს“ მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ პრესსამსახურმა აცნობა, ქიბარ ხალვაში გენერალური პროკურატურისგან და საქართველოს პარლამენტისგან ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიების დაწყებასა და დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ განცხადებით, ქიბარ ხალვაში, როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილი ბიზნესმენი აღნიშნული ტელევიზიების ჩამორთმევაში მიხეილ სააკაშვილს და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ადანაშაულებს.

მედიანიუსი

ახალი ამბები