კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა პირი უკანონოდ დააკავეს და სცემეს

3 დეკემბერი, 2008

2 დეკემბერს შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში მცხოვრები გაგა პიტიურიშვილი სცემეს. პიტიურიშვილს აღენიშნება დაზიანებები თავისა და შუბლის მიდამოებში.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, სამართალდამცავებს პიტიურიშვილი ერთ-ერთი ქურდობის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, მაგრამ მას მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შს გურჯანის სამმართველოს უფროსი სოსო მარტაშვილი პიტიურიშვილის ცემის ფაქტს უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" რეაგირებისათვის გურჯაანის რაიონულ პროკურატურას მიმართა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები