კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

9 დეკემბერი, 2008

დღეს, 9 დეკემბერს,  დილით გორის ადმინისტრაციული შენობის წინ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა აქციის გასაშუქებლად მისულ  ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილსა და ადგილობრივ გაზეთ ,,ხალხის გაზეთის" კორესპონდენტ თამარ ოქრუაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ჟურნალისტები სოფელ კარალეთიდან ჩამოსულ მოსახლეობას ესაუბრებოდნენ, მათი პრობლემების გაშუქების მიზნით. ამ დროს მათთან მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მივიდა და ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდა.

,,ახლავე დაიშალეთ... რას ატყუებთ ამ ხალხს? თქვე პროვოკატორებო" - იყვირა ხმიადაშვილმა.

ჟურნალისტმა თამარ ოქრუაშვილმა გამგებელს საკუთარი უფლებები შეახსენა და კორექტულობისკენ მოუწოდა. გამგებელმა მაინც არ შეწყვიტა კამათი. საბა წიწიკაშვილმა აუხსნა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ - ,,ვიცი... ვინცა ხართ!" - იყო გამგებელის პასუხი.

ამ დროს ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი შეეცადა პროცესი ტელეფონით დაეფიქსირებინა. ჟურნალისტს გამგებელმა ხელი აუკრა და ტელეფონი ძირს დაუხეთქა. აღნიშნული ინციდენტი გორის ცენტრალურ მოედანზე ადმინისტრაციული შენობის წინ მოხდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები