კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატი ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს

12 დეკემბერი, 2008

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატი ლორდ გოლდსმიტი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს, _ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ადვოკატმა განაცხადა..

„არკადიაში“ ჟურნალისტების გარდა, პრესკონფერენციას პატარკაციშვილის  ქონების ნომინალური მფლობელი გიორგი ჯაოშვილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებოდნენ.

ამავე პრესკონფერენციაზე სკანდალურმა ინფორმაციამაც გაიჟღერა. გიორგი ჯაოშვილის  განცხადებით, პატარკაციშვილის კუთვნილი წილები, ჯოზეფ ქეიმ ხელისუფლების დახმარებით ხელში ჩაიგდო.
მან პრესკონფერენციაზე დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ აიძულებდნენ პატარკაციშვილის ქონების წილი ჯოზეფ ქეისთვის გადაეცა.

„მარჯანიშვილის  ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროს შენობაში შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ეზოშიც გაძლიერებული პოლიციის შემადგენლობა იყო.  ნოტარიუსს განვუცხადე, რომ წესდების თანახმად, წილის გადაფორმება სხვა მეწილეების თანხმობის გარეშე არ შემეძლო.  პოლიციელებმა მითხრეს, რომ მეწილეებთან პრობლემა არ იქნებოდა. ამის შემდეგ,  მე სხვა პრობლემაზეც მივუთითე. ვუთხარი, რომ ქონებას ყადაღა ედო და გაფორმება ვერ მოხერხდებოდა. მათ მითხრეს, რომ არც ეს იქნებოდა პრობლემა“, _ აღნიშნა გიორგი ჯაოშვილმა.

მისი თქმით, ორი საათის შემდეგ სანოტარო ბიუროში სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანეს. „გადაწყვეტილების თანახმად, ყადაღა უკვე მოხსნილი იყო, რის  შემდეგაც მე 70 პროცენტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე. ერთი აქცია 40 ლარად შეაფასეს“, - ამტკიცებს ჯაოშვილი.

მისივე თქმით, იმავე დღეს 23.00. საათზე ქეის დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა ქეიმ უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ქეი ლონდონში მიემგზავრებოდა.

„ვთხოვე აეროპორტში შევხვედროდით და სასწრაფოდ წავედი. რუსთაველის გამზირზე შსს-ს თანამშრომლებმა ჩემი მანქანა გააჩერეს და მთხოვეს ფინანსურ პოლიციაში წავყოლოდი. ჩემ მიმართ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი“, _ აცხადებს ჯაოშვილი.

მისივე ინფორმაციით, ფინანსურ პოლიციაში მოსთხოვეს, რომ „ჯეი-ენ-ჯის“ და „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი ნებით გადამდგარიყო. „ფსიქოლოგიური ზემოქმედების უხეში ფორმებდი გამოიყენეს, რის შემდეგად დილის 6 საათზე იძულებული ვიყავი, გადადგომის შესახებ განცხადება დამეწერა. აქედან გამომდინარე, რთული გასაგები არ უნდა იყოს, როგორ აღმოჩნდა „იმედი“ ქეის ხელში“, _ აცხადებს „იმედიას“ ყიდვა-გაყიდვის მთავარი მოწმე გიორგი ჯაოშვილი.

ჯაოშვილის სკანდალურ განცხადებებზე დაყრდნობით, პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატი ლორდ გოლსმიტი, მთავარი მოწმის ჩვენებებს გამოიყენებს და საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„ჩვენ საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანთ სარჩელს „იმედის“ და მთაწმინდის პარკის დაბფრუნებს შესახებ“, _ აღნიშნა გოლდსმიტმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები