კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 დეკემბერი, 2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

10 დეკემბერს ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. კინოთეატრ „ატრიუმში“ ჩატარებული ღონისძიების თანაორგანიზატორები „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, არასამთავრობო ორგანიზაცია „მე-ადამიანი“ და ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი იყო. შეხვედრას, რომელსაც კონფერენციის სახე ჰქონდა, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მოხსენებების, მიმოხილვებისა და დისკუსიის შემდეგ დარბაზში შეკრებილებმა დოკუმენტური ფილმიც იხილეს, რომელიც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტურ სიტუაციებს, დაპირისპირებული მხარეების ადამიანურ ურთიერთობებს ასახავდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის უფროსის მოადგილემ, ვოლგან შეიფერმა კონფერენციის მონაწილეებს ის ამოცანები გააცნო, რომელსაც კონფლიქტის ზონაში 1 ოქტომბრიდან ხორციელდება. შეიფერის განცხადებით, ზუგდიდის საველე ოფისში მუშაობას იტალიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან და ლატვიიდან 70 მონიტორი ასრულებს.

ვოლგან შეიფერი, EUMM-ზუგდიდის ოფისი: „გვსურს, ჩვენი პასუხისმგებლობის არეალსი სტაბილიზაციისა და ნდობის დამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. ჩვენი ამოცანა მოსახლეობასთან კონტაქტზე გასვლაც იყო. მუშაობს 5 სექცია, რომელთაგან ერთ-ერთი ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე მონიტორინგს ახორციელებს. ამ ჯგუფის ამოცანა კი ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით სიტუაციის დაკვირვება და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად ხელახალი დასახლების პროცესის მონიტორინგის ჩატარებაა. იმედია, რომ ჩვენი მანდატის შესრულება ამ არჩეული გზით მოხერხდება.“

კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რეგიონში საქართველოს სახალხო დამცველისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმაც გააცნეს.

ახალი ამბები