საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
12 დეკემბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი
შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 28 ოქტომბერს თელავში მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მიმართა.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ორგანიზაციის იურისტები თვითონ გახდნენ თვითმხილველები, პროვოკაციის გზით როგორ იწვევენ სამართალდამცავები მოქალაქეებს, რის შემდეგაც მათ აკავებენ და ამასთან ერთად აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
კახეთის საოლქო პროკუყრატურის ინფორმაციით, წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023