გურჯაანის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებებები დააწერინეს
12 დეკემბერი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის გიორგი ჩივიაშვილის დავალებით, გამგეობის ყველა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ამ დროისთვის გამგეობის თანამშრომელთა განცხადებები კანცელარიაში ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის და დაზუსტებული ინფორმაციით, განცხადებები გამგებელს მაგიდაზე უდევს.
გამგეობაში თანამშრომლებისთვის სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერას ადასტურებენ.
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023