კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური პროგრამების გაუქმების ხარჯზე, გამგეობის ოფისის ხარჯები გაიზარდა

23 დეკემბერი, 2008

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2008 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მუნიციპალიტეტის უმწეო მოსახლეობის სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა გააუქმა.

საკრებულოს ამავე დადგენილებით, შემცირდა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, ახალშობილთა დახარებების და სხვადასხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილთა დახმარების პროგრამების დაფინანსება.

სამაგიეროდ, გაიზარდა გამგეობის ოფისის, თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების, სპორტული ღონისძიებების და ე.წ. ,,სხვა“ ხარჯები.

საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კოტე ნაპირელის განმარტებით, ბიუჯეტში ამგვარი ცვლილებების შეტანა საკრებულომ ერთხმად გადაწყვიტა და ამაში უკანონო არაფერია.

გელა მთივლიშვილი, გურჯაანი

ახალი ამბები