კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფერმერებს გაუქმებული გადასახადების გადახდას ახლიდან სთხოვენ

26 დეკემბერი, 2008

კახეთის საგადასახადო ინსპექცია დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ფერმერებისგან იმ გადასახადის გადახდას მოითხოვს, რომლის გადახდის ვალდებულებისგან ფერმერები პირველად 2000 წელს, ხოლო შემდეგ 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით გათავისუფლდნენ. საგადასახადო ინსპექციამ ფერმერებს უკვე შეატყობინა, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში მიწებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ყადაღას დაადებს.

როგორც ფერემერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, 2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება და ფერმერები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციები მომდევნო წლების განმავლობაში ფერმერებისგან გადასახადის გადახდას მაინც ითხოვდნენ. ამიტომ, 2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ და ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ.

ფერმერების და მიწის მფლობელების განცხადებით, ისინი აღნიშნული გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ. საურავი კი ყოველდღიურად იზრდება. ამ მდგომარეობაში მარტო დედოფლისწყაროს რაიონში 5400 – მდე მიწის მფლობელია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

 

ახალი ამბები