კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

5 იანვარი, 2009
ბათუმელი ჟურნალისტი თამაზ ბაკურიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა, ის  იმ 245 პატიმარს შორის აღმოჩნდა, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა 2008 წლის 31 დეკემბერს შეიწყალა.

თამაზ ბაკურაძე,  1993-2003 წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის ხელმძღვანელად, სააგენტო „აჭარის“ უფროსად   და ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის პრესმდივნად.

ბაკურიძემ განაცხადა, რომ ის,  შესაძლოა, ჟურნალისტიკაში დაბრუნდეს.

ჟურნალისტი, სახელმწიფო ფულის მითვისების ბრალდებით,    2004 წლის 8 აგვისტოს დააპატიმრეს.

ბათუმის სასამართლომ ბაკურიძე დამნაშავედ ცნო  1 მილიონ 200 ათასი ლარის მითვისებაში, მას 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აჭარის ჟურნალისტთა ჯგუფმა,   კოლეგის გათავისუფლების თხოვნით,   არაერთხელ მიმართა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
 
 
წყარო: media.ge 


ახალი ამბები