კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საპყრობილესთან მოქალაქე შიმშილობს

7 იანვარი, 2009
18 წლის შალვა ფუტკარაძე ბათუმის #3 საპყრობილესთან მეექვსე დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, თავისი მეუღლის, ირინა შარაძის პატიმრობიდან გათავისუფლება და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

ირინა შარაძე მიდინარე წლის 9 დეკემბერს ჩვენების შეცვლის ბრალდებით დააკავეს. იგი შალვა ფუტკარაძეს ცოლად მშობლების ნებართვის გარეშე გაჰყვა. გათხოვებიდან მეორე დღეს დედამ სახლში წამოიყვანა და პოლიციაში ფუტკარაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თუმცა შარაძე მეუღლის ოჯახში მეორე დღესვე დაბრუნდა, ფუტკარაძესთან სამოქალაქო ქორწინებაში შევიდა და თავდაპირველი ჩვენება შეცვალა.

ფუტკარაძის მეუღლე ამჟამად ბათუმის მე-3 საპყრობილეში იმყოფება. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის რაიონული პროკურორ ავთო კილაძეს დაუკავშირდა. თუმცა, ის კომენტარს არ აკეთებს.
მაკა მალაყმაძე, ბათუმიდან


ახალი ამბები