კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ოფისი ჩამოერთვა

13 იანვარი, 2009

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათონელის ქ.№27-ში მდებარე ოფისის შენობა ჩამოერთვა.

მოსამართლე ვანო წიკლაურმა, ათონელის ქ.№27-ში მდებარე პარტის ოფისის სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს.

როგორც მოძრაობის გენერალუროი მდივანი ეკა ბესელია აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური სადამსჯელო აქტი.

სასამართლო გადაწყვეტილების  გასაჩივრება 14 დღის ვადაშია შესაძლებელი.

როგორც „მედიანიუსს“ ეკა ბესელიამ განუცხადა, ოქრუაშვილის პარტია სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში ერთი კვირის ვადაში გადააგზავნის და ის დაემატება იმ საქმეს, რომელიც ევროსასამართლოშია და შეეხება ოქრუაშვილის პოლიტიკურ დევნას.

ცნობისთვის: პროკურატურამ ოქრუაშვილის პარტიის ოფისის ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნის სარჩელი 2008 წლის ოქტომბერში შეიტანა. პროკურატურის არგუმენტია, რომ ოქრუაშვილმა და მისმა პარტნიორებმა ათონელის ქ.№27-ში მდებარე შენობა უკანონო შემოსავლებით შეიძინეს.

წყარო. მედიანიუსი

ახალი ამბები