კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებენ

16 იანვარი, 2009

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების და გამგეობების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

საკრებულოს თავმჯდომარეებს უფლება მიეცათ ყოველთვიური ხელფასი 2360 ლარამდე დაინიშნონ, გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეების ხელფასი 830 ლარიდან 1100 ლარამდე იზრდება; პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება გამგებლის მოადგილის ხელფასის 710 ლარიდან 900 ლარამდე გაზრდასაც ითვალისწინებს. ამავე ბრძანებულებით, საკრებულოს უფლება მიეცა, სამსახურის უფროსის, გამგეობისა და საკრებულოს  აპარატის უფროსების ანაზღაურება 570 ლარიდან 700 ლარამდე გაზარდოს; ბრძანებულება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასის 450 ლარიდან 650 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს; ხელფასები გაეზრდებათ გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს 320 ლარიდან 400 ლარამდე, უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებს კი 320 ლარიდან 420 ლარამდე.

საჯარო მოხელეთათვის ხელფასების გაზრდას უარყოფითად აფასებენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. "რა ხელფასებიც ჰქონდათ გამგეობების და საკრებულოების თანამშრომლებს, მათთვის ისიც ზედმეტი იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ", - განაცხადეს კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები