კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტებმა თანაპარტიელის გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია გამართეს

26 იანვარი, 2009

ლეიბორისტები მათი თანაპარტიელის არჩილ ბენიძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ლეიბორისტული პარტიის წევრებმა ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს.

როგორც აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, არჩილ ბენიძე მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარია და სააკაშვილი მალე ბენიძის საკანში დაიდებს ბინას.

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დღეები დათვლილია და ის სასიკვდილო აგონიაშია. ამიტომ მე მას პირდაპირ ვეუბნები, რომ მალე მკვლელი სააკაშვილი, მკვლელი მერაბიშვილი და მკვლელი ახალაიები ბინას სწორედ იმ საკანში დაიდებენ, სადაც არჩილ ბენიძე ჰყავთ გამომწყვდეული”, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

არჩილ ბენიძე 6 თვის წინ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ხოლო დანაშაულის დამკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბენიძის ადვოკატებმა სასამართლოს ნათელაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა მისი მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

არჩილ ბენიძის სასამართლო პროცესი 22 იანვრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ მოწმეების გამოუცხადებლობის გამო 29 იანვრისათვის გადაიდო.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები