21:02, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის აპარატმა ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარის ფაქტების შესწავლა დაიწყო

28.01.2009
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ, კახეთში, იმ ჟურნალისტებს შეხვდნენ, რომელთაც 2009 წლის 7 იანვარს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გურჯაანის პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა უცენზურო სიტყვებით აგინა და დაკავებით დაემუქრა.

ომბუდსმენის აპარატმა ჟურნალისტების შეურაცხყოფის და მათზე განხორციელებული მუქარის ფაქტების შესწავლა ოფიციალურად დაიწყო.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. სუბარი შს გურჯაანის სამმართველოს უფროსის მიერ ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიციის უფროსმა სოსო მარტაშვილმა თანამდებობა სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC